ჩვენი მიზანია, გავზარდოთ სქესთა შორის თანასწორობა, ხელი შევუწყოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში, და ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებას ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ჩართულობის გზით.
უამრავი სირთულე სდევს თან ამ მიზანს, მიუხედავად ამისა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შედეგი პოზიტიური იქნება, თუკი საქართველო ამ მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა USAID-ის და “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” დახმარებით, ასევე 4 პარტნიორი ორგანიზაციის ძალისხმევით:
გამოგიცდიათ დისკრიმინაცია თქვენი სქესის გამო? გაქვთ ისტორია, რომლის გაზიარებაც გსურთ? დაგვეხმარეთ და აჩვენეთ სხვებს, რომ ისინი არ არიან მარტო! გვიამბეთ თქვენი ისტორია!
შეისწავლეთ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები საქართველოში დასაქმების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად გამოსახოთ თითოეული კითხვის შედეგები ან დაადგინოთ ურთიერთმიმართება (კროსტაბულაცია) ორ კითხვას შორის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაავიწროვოთ გასაანალიზებელი მასალა მონაცემთა ქვეჯგუფის შექმნით.