სქესს გააჩნია ორი კატეგორია ბილოგიური (sex) და სოციალური (gender). სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, ანატომიურ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი” კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ როლებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს.
გენდრული სტერეოტიპები გენდერულ როლებზე დაყრდნობით ყალიბდება. ეს არის იმ წარმოდგენების, შეხედულებების, ცრურწმენების ნაკრები რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში მოცემულ ისტორიულ პერიოდში ითვლება ქალისათვის ან მამაკაცისათვის მეტად დამახასიათებლად. მაგალითად, „კაცები უფრო აგრესიულები არიან“, „კაცები მეტად ჭკვიანები არიან“, „ქალები უფრო ემოციურები არიან“, „ქალები კარგად ვერ მართავენ მანქანას“. როლების ამგვარი სტერეოტიპიზაცია მამაკაცს საშუალებას აძლევს მიაღწიოს დომინირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, სამაგიეროდ, იგი ნაკლებად მონაწილეობს საკუთარი შვილის აღზრდაში. გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები უშუალოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გენდერული სტერეოტიპები სექსიზმის ერთგვარი მეთოდოლოგიაა და საფუძვლად უდევს შრომის არათანაბარ დაყოფას.
სექსიზმი არის ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დისკრიმინაცის სქესობრივი ან გენდეურლი ნიშნით. იგიმოიცავსიმსოციალურსტერეოტიპებს, რწმენებსადაწარმოდგენებს, რომელიცერთისქესისმეორეზედომინირებასაწესებსდაგენდერულიუთანასწორობისსაფუძველსქმნის. თავისიიდეოლოგიურიფუნქციითსექსიზმირასიზმისანალოგიურია.
სექსიზმისწყაროგახლავთკონკრეტულისოციალურიპირობებისადაკულტურულინორმებისნიადაგზეშექმნილისქესობრივიგანსხვავებებისაბსოლუტიზაციადაბიოლოგიზაცია. სექსიზმიმამაკაცურდომინირებასჩვეულებრივმოვლენადმიიჩნევს. ესიდეოლოგია, რომელიცადამიანისუფლებებისდარღვევაშივლინდება, ამცირებს, არახელსაყრელპირობებშიაყენებსქალებს.
სექსიზმის დეფინიციიდან გამომდინარე, გენდერული დისკრიმინაცია მამაკაცებსაც ისევე ეხებათ, როგორც ქალებს. თუმცა იმის გამო, რომ მსოფლიოში კულტურათა უმრავლესობა პატრიარქალურია, სექსიზმის მხსვერპლნი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.
გენდერული თანასწორობა სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელი და ადამიანის უფლებათა ნაწილია. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის, თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით - საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულება და მიზანი, სხვადასხვა საჭიროება და ცხოვრების წესი, მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები საზოგადოების ყველა სფეროში.
ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავებებზე ხაზგასმა სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად ხდება, თუმცა იმ სახელმწიფოებში სადაც მაღალია ეკონომიკის დონე და სახელმწიფოს მმართველობა დამყარებულია დემოკრატიულ, ლიბერალურ მიდგომაზე აღნიშნული სხვაობა ფაქტობრივად არ შეინიშნება, თანამედროვე საზოგადეობის მიდგომა ეფუძნება სწორედ სქესთა შორის განსხვავების შემცირებაზე, ერთი სქესის მეორეზე დომინირების აღმოფხვრაზე. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ორივე სქესს ერთნაირად შეუძლიათ შეითავსონ ერთმანეთის საქმიანობების, უნარების, ქცევების ფარტო სპექტრი.
დროებითი სპეციალური ზომები იგივე პოზიტიური დისკრიმინაცია არის დროებით ღონისძიებათა ერთობლიობა, აუცილებელი სტრუქტურული, სოციალური და კულტურული ცვლილებები, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობის მიღწევის დაჩქარებისკენ, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ზეგავლენის აღმოფხვრისაკენ.
გენდერული მეინსტრიმინგი წარმოადგენს კონცეფციას, რომლიც გულისხმობს გენდერული პრობლემატიკის ჩართვას პოლიტიკის ყველა დონისა და საფეხურის მიმართულებებში. ევროკომისია მას განმარტავს, როგორც ,,სტრატეგიული გრძელვადიანი მიდგომას, რომელიც ნერგავს გენდერულ თანასწორობას სისტემებში, სტრუქტურებში, ინსტიტუტებში, პროგრამებში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში”.
დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) ნიშნავს ადამიანების უთანაწორო, უსამართლო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას რასის, ეთნიკური წარმოშობის, კანის, ფერის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნების საფუძველზე.
დისკრიმინაცია შეიძლება იყოს „დე იურე” (ანუ სამართლებრივი), რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და „დე ფაქტო”, როდესაც გაბატონებულ ჯგუფს უპირატესობა აქვს უმცირესობასთან შედარებით.
დისკრიმინაცია შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი, პირდაპირი დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ პირობებს ან პირობების შექმნას, რომელიც პირს რაიმე ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ამავე პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. არაპირდაპირი დისკრიმინაცია ორიენტირებულია იმ შედეგზე, რომელიც მოჰყვება რაიმე დებულებას, კრიტერიუმს ან პრაქტიკას, რომელიც შეიძლება ნეიტრალური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში, გარკვეული უმცირესობის ადამიანებს სხვებთან შედარებით სისტემატურად არასასურველ მდგომარეობაში აყენებს.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავებას, გამიჯვნას ან/და შეზღუდვას, რაც გამოხატულია უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განსხვავებული აღიარებით, შესაძლებლობების არათანაბარი წარმოჩენით, შესუსტებით ან სრული უარყოფით.
სამუშაო ადგილას გენდერული დისკრიმინაცია გულისხმობს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც სამუშაო ადგილას პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას გენდერული ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.
სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას ადგილი აქვს:
სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია შეძლება ხორციელდებოდეს:
სამსახურში აყვანისას დისკრიმინაცია ძირითადად შეიძლება გამოიხატებოდეს:
სამუშაო პროცესში დისკრიმინაცია ძირითადად შეიძლება გამოხატებოდეს:
დისკრიმინაციის დროს ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს სხვა შემთხვევებსაც, როცა თქვენს მიმართ სამუშაო ადგილზე განხორციელდა განსხვავებული (არათანაბარი) მოპყრობა.
საქართველოსშრომისკოდექსისმიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლო სანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულმცირე 24 სამუშაო დღით. ხოლო არაანაზღაურებადი შვებულებით-წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. (მუხლი 21)
დასაქმებულს შევებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ, თუმცა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულს შესაძლებელია მიეცეს შვებულება აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
დეკრეტული შვებულება არის შვებულება ორსულობის, ბავშვის შეძენის ან ბავშვის მოვლის გამო. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში-200 კალენდარული დღე.
დასაქმებულის ორსულობა არ წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებელისათვის შეტყობინებიდან იმ პერიოდში, როდესაც დასაქმებული არის ორსული, ან არის დეკრეტულ შვებულებაში მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ან შვებულებაში ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მოხელე (ქალი) არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო.
«ევროპის სოციალური ქარტიის» მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უკანონოდ მიიჩნიონ დამსაქმებლის მიერ ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან დეკრეტული შვებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში ან ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას.
დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლება ოჯახის სხვა წევრებსაც აქვთ, საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, მამას აქვს უფლება ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით ბავშვის შეძენასთან და მოვლასთან დაკავშირებით.
პროფკავშირები წარმოადგენს მოსამსახურეთა ასოციაციას (ასევე არსებობს დამსაქმებელთა ასოციაცია) და მისი მთავარი მიზანია წარმოადგინოს მოსამსახურეთა უფლებები დამსაქმებელთა წინაშე. პროფკავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების უფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება. უკეთესი სამუშაო პირობებისათვის ბრძოლაში მონაწილეობის გარდა, პროფკავშირებს აქვთ გადამწყვეტი როლი სოციალური მოძრაობების შექმნაში და ცვლილებების განხორციელებაში.
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვანისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწოლოვანისთვის-კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლანდე ასაკის არასრულწლოვანისთვის კვირაში 24 საათს. (მუხლი 17)
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, რომლის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
ეროვნულ კანონმდებლობაში სამუშაო ადგილას გენდერულ თანასწორობას ეხება
საერთაშორისო დონეზე: