• გაზიარების თარიღი:
    23-01-2015
  • Discrimination type:
    შევიწროვება
  • სქესი:
    ქალი
  • ასაკი:
    34
  • საცხოვრებელი ადგილი:
    თბილისი

ჩემი ისტორია უკავშირდება ჩემს სამუშაო ადგილს წლების წინ, სადაც ამ ვითარების შექმნამდე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. თანამდებობრივად ჩემს მაღლა მდგომმა მამაკაცმა მაშინ ყველაფერი გააკეთა ფსიქოლოგიური ზეწოლიდან და სამუშაოს შესრულებაში ხელის შსლიდან დაწყებული პირადი შეურაცხყოფით დამთვრებული, რომ მე გადამეწყვიტა ჩემთვის სასურველი სამუშაო ადგილის დატოვება. მას მერე სულ ვფიქრობ, როგორი მნიშვნელოვანია დაწესებულებებში მრჩეველი გენდერულ საკითხებზე, ვინმე, ვისთანაც მე შემეძლებოდა მსგავსი საჩივრით მისვლა და კანონი, რომელიც მე დამიცავდა ასეთ შემთხვევაში.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" პასუხი: მოგესალმებით, დიდი მადლობა ისტორიის გაზიარებისათვის. თქვენს მიერ მოყვანილი შემთხვევა წარმოადგენს სამუშაო ადგილზე შევიწროების ერთ-ერთ ნათელ მაგალითს. შევიწროება კი თავისი არსით დისკრიმინაციული ქმედებაა, რომელიც რეგულირდება როგორც შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით ასევე "დისკრიმიანციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით", რომელიც პარლამენტმა 2014 წლის მაისში დაამკტიცა. თუ შევწიროებას აქვს სექსუალური ხასიათი ან საზრდოობს ცალსახა მითითებებით თქვენს სქესზე, ეს დისკრიმინაციის კიდევ უფრო მძიმე ფორმაა, რომელიც ლიტერატურაში სექსუალურ შევწიროებად მოიხსენიება და ასევე შეიძლება გამოიხატებოდეს მტრულ სამუშაო გარემოს შექმნაში. წლების წინ, სამწუხაროდ, საქართველოს სპეციალური კანონმდებლობა არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნათელ დეფინიციას, თუმცა მაინც არსებობდა გარკვეული ბერკეტები დასაქმებულს თავი დაეცვა მსგავსი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ქმედებებისგან. თუ თქვენ ან თქვენს ნაცნობს შეექმნება მსგავსი პრობლემა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახალხო დამცველს, რომელსაც ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება მოახდინოს დისკრიმინაციულ ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება, ან მოგვმართეთ ჩვენ და მოგაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვათ თავი და ასევე, სრულიად უფასოდ, გაგიწევთ წარმომადგენლობას საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში.

გვიამბეთ თქვენი ისტორია