01-12-2014

მუხლი 1

მუხლი 2

მუხლი 3

მუხლი 4

მუხლი 5

მუხლი 6

მუხლი 7

მუხლი 8

მუხლი 9

მუხლი 10

მუხლი 11

მუხლი 12

მუხლი 13

მუხლი 14

 

 

კონვენცია 100

კონვენცია მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის[1]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც მოწვეულ იქნა ჟენევაში შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭოს მიერ და შეიკრიბა 1951 წლის 6 ივნისს თავის ოცდამეთოთხმეტე სესიაზე, დაადგინა რა მიიღოს რიგი წინადადებებისა მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების პრინციპთა შესახებ თანაბარი ღირებულების შრომისათვის, რაც წარმოადგენს სესიის დღის წესრიგის მეშვიდე პუნქტს, გადაწყვიტა რა მისცეს ამ წინადადებებს საერთაშორისო კონვენციის ფორმა, იღება ამა ოცდამეცხრე დღეს ათას ცხრაას ორმოცდათერთმეტი წლის ივნისის თვის ქვემორე კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს 1951 წლის კონვენცია თანასწორი ანაზღაურების შესახებ:

 

მუხლი 1

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) ტერმინი „ანაზღაურება“ მოიცავს ჩვეულბერივ, ძირითად ან მინიმალურ ხელფასს ან ჩვეულებრივ, ძირითად ან მინიმალურ ჯამაგირს და ყველა სხვაგვარ ანაზღაურებას, რომელიც გაიცემა პირდაპირ ან ირიბად, ფულად ან ნატურით სამუშაოს მიმცემის მიერ მუშაკზე უკანასკნელის მიერ რაიმე სამუშაოს შესრულების გამო;

b) ტერმინი „მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურება თანაბარი ღირებულების შრომისათვის“ ეხება ანაზღაურების განაკვეთებს, რომლებიც განისაზღვრება სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე.

 

 

    მუხლი 2

1. ორგანიზაციის თითოეული წევრი იმ ხერხების მეშვეობით, რომლებიც შეესაბამება ანაზღაურების განაკვეთების დადგენის მოქმედ მეთოდებს, ახალისებს და, ამა თუ იმ ზომით რამდენადაც ეს თავსებადია აღნიშნული მეთოდებისადმი, უზურნველყოფს ყველა მუშაკის მიმართ მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზღაურების პრინციპის გამოყენებას.

2. ეს პრინციპი შეიძლება გმაოყენებულ იქნას:

a) ეროვნული კანონმდებლობის გზით;

b) ანაზთაურების განსაზღვრის სისტემის გზით, რომელსაც ადგენს ან აღიარებს კანონმდებლობა;

c) სამუშაოს მიმცემთა და მუშაკთა შორის კოლექტიურ ხელშეკრულებათა გზით;

d) ამ სხვადასხვა ხერხების შეთავსების გზით.

 

 

    მუხლი 3

1. იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი ქმედებები ხელს შეუყწობენ წინამდებარე კონვენციის გამოყენებას, მიღებულ იქნება ზომები სხვადასხვა თანამდებობრივ მოვალეობათა ობიექტური შეფასებისათვის შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.

2. შეფასების ასეთი მეთოდები შეიძლება წარმოადგენდნენ ამ ხელისუფლების გადაწყვეტის ობიექტს, რომელიც კომპეტენტურია ანზღაურების განაკვეთების დადგენაში, ან კოლექტიური ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა გადაწყვეტის ობიექტს, თუ ანაზღაურება განისაზღვრება ასეთი ხელშეკრულებებით.

3. სხვაობა ანაზღაურების განაკვეთებს შორის, რომელიც შეესაბამება სქესის მიუხედავად, სხვაობას, გამომდინარეს შესრულებადი სამუშაოს ასეთი ობიექტური შეფასებიდან,არ განიხილება როგორც მამაკაცთა და ქალთა თანასწორი ანაზთაურების პრინციპის საწინააღმდეგო თანაბარი ღირებულების შრომისათვის.

 

 

    მუხლი 4

ორგანიზაციის თითოეული წევრი სათანადოს თანამშრომლობს სამუშაოს მიმცემთა და მუშაკთა შესაბამის ორგანიზაციებთან წინამდებარე კონვენციის დებულებათა ცხოვრებაში გატარების მიზნით.

 

    მუხლი 5

ოფიციალური დოკუმენტები წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის.

   

 

    მუხლი 6

1. წინამდებარე კონვენცია ეხება მხოლოდ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ წევრებს, ვისი სარატიფიკაციო დოკუმენტებიც რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი დაარეგისტრირებს ორგანზიაციის ორი წევრის სარატიფიკაციო დოკუმენტებს.

3. შემდგომში წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ორგანიზაციის თითოეული წევრის მიმართ მისი სარატიფიკაციო დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ.

   

 

   მუხლი 7

1. განცხადებები, რომლებიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35 მუხლის 2 პუნქტის თანახმად, შეიცავენ მითითებებს:

a) ტერიტორიების თაობაზე, რომლის მიმართაც ორგანიზაციის დაინტერესებული წევრი იღებს ვალდებულებას უცვლელად გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის დებულებები;

b) ტერიტორიების თაობაზე, რომელთა მიმართაც იგი იღებს ვალდებულებას გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის დებულებები ცვლილებებით, და ამ ცვლილებათა დეტალების თაობაზე;

c) ტერიტორიების თაობაზე, რომელთა მიმართაც კონვენცია გამოყენებული არ იქნება, და ასეთ შემთხვევაში მიზეზთა თაობაზე, რომელთა გამოც იგი არ იქნება გამოყენებული;

d) ტერიტორიების თაობაზე, რომელთა მიმართაც იგი გადადებს თავის გადაწყვეტილებას დებულების შემდგომ განხივლამდე.

2. წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის a და b ქვეპუნქტეში ხსენებული ვალდებულებები ითვლებიან სარატიფიკაციო დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად და იწვევენ ასეთსავე შედეგს.

3. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია ახალი განცხადების მეშვეობით უარი თქვას ყველა დათქმაზე ან მათ ნაწილზე, რომელთაც შეიცავს მისი წინა განცხადება წინამდებარე მუხლის I პუნქტის b, c d და d ქვეპუნქტების ძალით.

4. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს შეუძლია პერიოდებში, რომელთა განმავლობაშიც წინამდებარე კონვენცია შეიძლება დენონსირებულ იქნას 9 მუხლის დებულებათა შესაბამისად, გაუგზავნოს გენერალურ დირექტორს ახალი განცხადება, რომელიც ცვლის სხვა ნებისმიერი მიმართებით წინა ნებსიმიერი განცხადების პირობებს და აცნობებს არსებული მდგომარეობის შესახებ გარკვეულ ტერიტორიებზე.

 

 

    მუხლი 8

1. განცხადებებში, რომლებიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 35 მუხლის 4 და 5 პუნქტების დებულებათა შესაბამისად, აღნიშნება გამოყენებულ იქნება თუ არა წინამდებარე კონვენციის დებულებები მოცემული ტერიტორიისადმი ცვლილებებით ან ცვლილებათა გარეშე; თუ განცხადებაში მითითებულია, რომ კონვენციის დებულებები გამოყნებული იქნება ცვლილებებით, მასში დაზუსტდება სახელდობრ რაში მდგომარეობენ ეს ცვლილებები.

2. ორგანიზაციის დატინერესებულ წევრს ან წევრებს ანდა საერთაშორისო ხელისუფლებას შეუძლიათ ნებისმიერ დროს ახალი განცხადების მეშვეობით სრულიად ან ნაწილობრივ უარი თქვან უფლებაზე გამოიყენონ რომელიმე წინა განცხადებაში დათქმული ცვლილებები.

3. ორგანიზაციის დაინტერესებულ წევრს ან წევრებს ანდა საერთაშორისო ხელისუიფლებას შეუძლიათ პეიოდებში, როდესაც წინამდებარე კონვენცია შეიძლება დენონსირებულ იქნას 9 მუხლის დებულებათა შესაბამისად, გაუგზავნონ გენერალურ დირექტორს ახალი განცხადება, რომელიც ცვლის ნებისმიერი მიმართებით წინა ნებისმიერი განცხადების პირობებს და აცნობებს არსებული მდგომარეობის შესახებ გარკვეულ ტერიტორიებზე.

 

 

    მუხლი 9

1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, შეუძლია მისი ძალაში თავდაპირველი შსვლიდან ათწლიანი პერიოდის ამოწრუვის შემდგომ მოახდინოს მისი დენონსირება დენონსაციის შესახება აქტის მეშვეობით, რომელიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის. დენონსაცია ძალაში შედის სადენონსაციო აქტის რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ორგანიზაციის თითოეული წევრი, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, და რომელიც ერთი წლის ვადაში წინა პუნქტში მითითებული ათწლიანი პერიოდიდ ამოწრუვის შემდეგ არ ისარგებლებს თავისი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლებით, შებოჭილი იქნება შემდგომი ათწლიანი პერიოდით და შემდგომში შეეძლება წინამდებარე კონვენციის დენონსირება ყოველი ათწლიანი პერიოდის ამოწურვისას წინამდებარე მუხლის დადგენილი წესით.

 

 

    მუხლი 10

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი ატყობინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ყველა სარატიფიკაციო დოკუმენტის, გნაცხადებებისა და დენონსაციის შესახებ აქტების რეგისტრაციის თაობაზე, რომლებიც მიიღება ორგანიზაციის წევრებისაგან.

2. ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მის მიერ რატიფიკაციის შესახებ მეორე დოკუმენტის მიღების თაობაზე, გენერალური დირექტორი მათ ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღზე.

 

    მუხლი 11

შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაეროს გენერალურ მდივანს სარეგისტრაციოდ უგზავნის, გაეროს წესდების 102 მუხლის შესაბამისად, სრულ ცნობებს რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის, განცხადებისა და სადენონსაციო აქტის თაობაზე, რომლებიც დარეგისტრირებულია მის მიერ წინა მუხლის დებულებათა შესაბამისად.

 

    მუხლი 12

ყოველთვის როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო თვლის ამას აუცილებლად, იგი წარუდგენს გენერალურ კონფერენციას მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და წყვეტს, ჩართულ იქნას თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში საკითხი მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის თაობაზე.

 

    მუხლი 13

1. იმ შემთხვევაში, თუკი კონფერნეცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არაა გათვალისწინებული, მაშინ:

a) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიცირება იწვევს წინამდებარე კონვენციის ავტომატურ, 11 მუხლის მიუხედავად, დენონსაციას, იმ პირობით, რომ ახალი გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;

b) დაწყებული ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან წინამდებარე კონვენცია იხურება რატიფიკაციისათვის ორგანიზაციის წევრების მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ყოველი შემთხვევისათვის ძალაში რჩება თავისი ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიცირება.

 

    მუხლი 14

წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ.

 


[1] ძალაში შესვლის თარიღი: 1953 წლის 23 მაისი.