• გამოქვეყნების თარიღი:
    12-08-2016

 

2 აგვისტოს, 15:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში იურისტებმა გააცნეს ინსპექტორის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული გენდერული თანასწორობის წესები სამუშაო ადგილებზე (პოლიტიკის დოკუმენტი). აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს თანასწორობის პრინციპი სამუშაო ადგილებზე, დასაქმების გაუმჯობესებულ პრაქტიკასა და მოქნილ სამუშაო საათებს.

უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, განსაკუთრებით, კარგი მდგომარეობა აქვს გენდერული თანასწორობის კუთხით. შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგონი თანამშრომლობა.

შეხვედრა პროექტ „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია შრომითი ურთიერთობების ყველა ეტაპზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პოლიტიკის შემქმნელების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უშუალო თანამონაწილეობით.

პროექტს „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.