01-12-2014
მუხლი 1
მუხლი 2
მუხლი 3
მუხლი 4
მუხლი 5
მუხლი 6
მუხლი 7
მუხლი 8
მუხლი 9
მუხლი 10
მუხლი11
მუხლი 12
მუხლი 13
მუხლი 14
კონვენცია 111
კონვენცია შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ[1]
კონფერენციამ, რომელიც ჟენევაში მოიწვია შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციულმა საბჭომ და 1958 წლის 4 ივნისს შეიკრიბა თავის ორმოცდამეორე სესიაზე,
დაადგინა მიიღოს მთელი რიგი წინადადებები შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ, რაც სესიის დღის წესრიგის მეოთხე პუნქტს წარმოადგენს,
გადაწყვიტა მისცეს ამ წინადადებებს საერთაშორისო კონვენციის ფორმა,
მხედველობაში მიიღო, რომ ფილადელფიის დეკლარაციით გამოცხადებულია, რომ ყველა ადამიანს, რასის, რწმენის ან სქესის მიუხედავად, უფლება აქვს განახორციელოს თავისი მატერიალური კეთილდღეობა და სულიერი განვითარება თავისუფლებისა და ღირსების, ეკონომიკური სტაბილურობისა და თანასწორი შესაძლებლობების პირობებში,
მიაჩნია, რომ დისკრიმინაცია წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გამოცხადებული უფლებების დარღვევას,
ათას ცხრაას ორმოცდათვრამეტი წლის ივნისის ოცდამეხუთე დღეს იღებს ქვემოთ მოყვანილ კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ 1958 წლის კონვენცია:
1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „დისკრიმინაცია“ შეიცავს:
ა) ყოველ განსხვავებას, დაუშვებლობას ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური მრეწამსის, უცხოური წარმოშობის ან სოციალური წარმოშობის ნიშნით, რაც იწვევს შესაძლებლობებსი ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას შრომისა და საქმიანობის სფეროში;
ბ) ყოველგვარი სხვა განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა, რაც იწვევს დამქირავებლებისა და მუშაკების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად შესაბამისი წევრის მიერ განსაზღვრული შრომისა და საქმიანობის სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის განადგურებას ან დარღვევას.
2. ნებისმიერი განსხვავება, დაუშვებლობა ან უპირატესობა გარვკეული სამუშაოს მიმართ, დამყარებული მისი სპეციფიკურ მოთხოვნებზე, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა.
3. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინები „შრომა“ და „საქმიანობა“ მოიცავს პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობას, შრომისა და სხვადასხვა საქმიანობის ხელმისაწვდომობას, აგრეთვე შრომის ანაზღაურებას და პირობებს.
ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, გავლებულებას კისრულობს განსაზღვროს და გაატაროს ეროვნული პოლიტიკა, რომლის მიზანია ეროვნული პირობებისა და პრაქტიკის შესაბამისი მეთოდებით წაახალისოს შრომისა და საქმიანობის შესაძლებლობების ან მათდამი მოპყრობის თანასწორობა მათ მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით.
ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია, ვალდებულებას კისრულობს, რომ ეროვნული პირობებისა და პრაქტიკის შესაბამისი მეთოდებით:
ა) უზრუნველყოს დამქირავებლებისა და მუშაკების ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა სათანადო ორგანოების თანამშრომლობა ამ პოლიტიკის მიღებისა და დაცვისადმი ხელშეწყობის ფარგლებში;
ბ) შემოიღოს ისეთი კანონმდებლობა და წაახალისოს ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ პოლიტიკის მიღებასა და დაცვას;
გ) გააუქმოს ყოველგვარი საკანონმდებლო დებულებები და შეცვალოს ყოველგვარი ადმინისტრაციული ინსტრუქციები ან პრაქტიკა, რომლებიც შეუთავსებელია ამ პოლიტიკასთან;
დ) განახორციელოს შრომის სფეროში დადგენილი პოლიტიკა სახელმწიფო ხელისუფლების უშაულო კონტროლით;
ე) უზრუნველყოს დადგენილი პოლიტიკის დაცვა პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული სწავლების და შრომითი მოწყობისათვის დაწესებულებათა საქმიანობაში სახელმწიფო ხელისულფების ხელმძღანელობით;
ვ) კონვენციის გამოყენების შესახებ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში მიუთითებდეს აღნიშნული პოლიტიკის თანახმად განხორციელებულ ღონისძიებებზე და ამ ღონისძიებათა დახმარებით მიღწეულ შედეგებზე.
ნებისმიერი ზომები, მიმართული პირის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ან დამტკიცებულია, რომ იგი ეწევა სახელმწიფოს უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, არ მიიჩნევა დისკრიმინიაციად იმ პირობით, რომ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც შექმნილია ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად.
1. შრომის საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული სხვა კონვენციებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებული დაცვისა და დახმარების საგანგებო ღონისძიებანი დისკრიმინაციად არ მიიჩნევა.
2. ორგანიზაციის ყოველ წევრს შეუძლია დამქირავებლებისა და მუშაკების წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციით, სადაც ასეთები არსებობს, დაადგინოს, რომ ნებისმიერი სხვა საგანგებო ღონისძიებანი, გამიზნული იმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის, რომლებიც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური გარემოებების ან სოციალური ან კულტურული დონის მოსაზრებით ჩვეულებრივ მიჩნეულია ისეთ პირად, რომელიც განსაკუთრებულ დაცვას ან დახმარებას საჭიროებს, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.
ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, ვალდებულებას კისრულობს გამოიყენოს იგი მეტროპოლიის ფარგლებს გარეთ ტერიტორიაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების დებულებათა შესაბამისად.
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები რეგისტრაციისათვის ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.
1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებზე, რომელთა რატიფიკაციის შესახებ დოკუმენტები რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.
2. იგი ძალაში შედის თორმეტ თვეში მას შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი რატიფიკაციის შესახებ ორგანიზაციის ორი წევრის დოკუმენტების რეგისტრაციას მოახდენს.
3. წინამდებარე კონვენცია ორგანიზაციის ყოველი წევრისთვის ძალაში შედის რატიფიკაციის შესახებ მისი დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ.
1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, შეუძლია მისი თავდაპირველი ძალაში შესვლის მომენტიდან ათწლიანი პერიოდის შემდეგ მოახდინოს მისი დენონსაცია შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორისათვის რეგისტრაციის მიზნით გაგზანვილი დენონსაციის შესახებ აქტის მეშვეობით. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის შესახებ აქტის რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.
2. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის მომხდენი ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც წინა პუნქტში ნახსენები ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადაში არ ისარგებლებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის თავისი უფლებით, შემდგომი ათი წლის პერიოდის განმავლობაში ხელშეკრული იქნება და შემდგომ წინამდებარე კონვენციის დენონსაციას შეძლებს ყოველი ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით.
1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ატყობინებს რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის და დენონსაციის შესახებ აქტების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც მან მიიღო ორგანიზაციის წევრებისგან.
2. გენერალური დირექტორი, ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მის მიერ რატიფიკაციის შესახებ მიღებული მეორე დოკუმენტის რეგისტრაციის შესახებ, მათ ყურადღებას მიაპყრობს კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.
შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102 მუხლის შესაბამისად რეგისტრაციისათვის უგზავნის წინა მუხლების დებულებათა თანახმად მის მიერ რეგისტრირებულ რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტთა და დენონსაციის შესახებ აქტებთან დაკავშირებულ სრულ მონაცემებს.
ყოველთვის, როცა შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, იგი გენერალურ კონფერენციას წარუდგენს მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და გადაწყვეტს, ღირს თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ საკითხის შეტანა.
1. იმ შემთხვევაში, თუ კონფერნეცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არ არის გათვალისწინებული:
ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად იწვევს 9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, წინამდებარე კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას იმ პირობით, რომ ახალი, გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;
ბ) ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული წინამდებარე კონვენცია დახურულია ორგანიზაციის წევრთა მიერ მისი რატიფიკაციისათვის.
2. წინამდებარე კონვენცია ყოველ შემთხვევაში ფორმით და შინაარსით ძალაში რჩება ორგანიზაციის იმ წევრთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია.
წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვს.