8 სექტემბერს, 15:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი თემაზე „თანასწორობა სამუშაო ადგილებზე.“
სემინარზე განხილული იქნება თემები: წინასახელშეკრულებო ურთიერთობები სამსახურში აყვანისას, ორსულობა და დეკრეტული შვებულება, თანაბარი ანაზღაურება, სამსახურში დაწინაურების შესაძლებლობები და შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო.
სემინარზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის შესახებაც ისაუბრებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სამუშაო ადგილებზე თანასწორობის წახალისების მეთოდებსა და მათი პრაქტიკულად განხორციელების გზებს. ეს წინადადებები წარდგენილია პარლამენტში და საკომიტეტო მოსმენებიც წარმატებით გაიარა. ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ინიცირება.
პროექტი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.