კონსტიტუციის 42-ე მუხლი არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას საქართველოში, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ადვოკატირებით. ასევე, ორგანიზაცია ესწრაფვის ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვის კანონით გათვალისწინებული ეროვნული მექანიზმების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.