2014 წლის თებერვალში არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ანგარიში წარუდგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და რეკომენდაციების განცხადებების ექსპერტთა კომიტეტს (CEACR).
ანგარიში მიზნად ისახავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირებას საქართველოში შრომის საერთაშორისო სტანდარტების მოქმედების შესახებ, კერძოდ რამდენად ხდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #100 თანაბარი ანაზღაურების შესახებ კონვენციისა და #111 შრომისა და საქმიანობის სფეროში დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია.
ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.