• გამოქვეყნების თარიღი:
    18-12-2014
  • პუბლიკაციების ფაილი:
    ნახვა
  • პუბლიკაცია:

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით „უმრავლეს რეგიონებსა და დასაქმების ადგილებში ქალებს უხდიან ნაკლებს ვიდრე კაცებს, რომლებიც მსგავს სამუშაოს ასრულებენ. ქალების ხელფასი საშუალოდ კაცების ხელფასის 70-90 პროცენტია.“ ევროკომისიის 2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა ანაზღაურება მამაკაცებთან შედარებით საშუალოდ 16.4%-ით ნაკლებია. რა მდგომარეობაა საქართველოში ქალებისა და კაცების შრომის თანაბარი ანაზღაურების კუთხით?