• გამოქვეყნების თარიღი:
    23-03-2015
20-21 მარტს, ქალაქ თელავში, სასტუმრო „რჩეული მარნის“ საკონფერენციო დარბაზში ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ გაიმართა.
 
ორდღიანი ტრენინგი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ და საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირებმა ჩაატარეს.
 
ტრენინგი პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ ფარგლებში გაიმართა და მასში 30 დამსაქმებელმა მიიღო მონაწილეობა.
 
ტრენინგის ძირითადი თემაა: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში.
 
2014 წლის 11 მარტს ორგანიზაციამ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ დაიწყო პროექტი „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია ახორციელებს USAID-ის მხარდაჭერით ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთაინება; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS); New Media Advocacy (N-Map); JumpStart Georgia.
 
პროექტის მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში ჩაატარებს ტრეინინგებს დამსაქმებლების, დასაქმებულების და ახალგაზრდებისთვის.