• გამოქვეყნების თარიღი:
    25-02-2015

 

24 თებერვალს, 17:00 საათზე, SUBWAY -ის ოფისში ორგანოიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტები SUBWAY -ის საქართველოში წარმომადგენელს გივი ორდენიძეს შეხვდნენ.

შეხვედრა პროექტს „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია შრომითი ურთიერთობების ყველა ეტაპზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პოლიტიკის შემქმნელების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უშუალო თანამონაწილეობით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება ორგანზიაციის მიერ შემუშავებულ კველვას „გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში.“ რეკომენდაციები ემსახურება საქართველოს პარლამენტისათვის შრომით კანონმდებლობაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის ცვლილებების შეთავაზებას, რომლის დიდი წილი სწორედ დამსაქმებელთა უფლებებსა და ვალდებულებებს ეხება. 

პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაცია და მათი შეხედულებელის მოსმენა-გაზიარება. ბიზნესთან შეხვედრის ფარგლებში პროექტის იურიტებმა დეტაურად განიხილეს მომაზადებული საკანონმდებლო რეკომენდაციები და SUBWAY -ის წარმომადგენელთან ერთად შეაფასეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

პროექტს „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.