არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ახორციელებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე", რომელიც დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ემსახურება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და ქალთა გაძლიერებას შრომითი ურთიერთობების ყველა ეტაპზე. პროექტი მოიცავს მულტიკომპლექსურ აქტივობებს, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას დამსაქმებლებისა და საჯარო პოლიტიკის შემქმნელებისათვის. ამ მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობს მაქსიმალურად მოიცვას შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა ელემენტი, მათ შორის ისეთი, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა არის დარჩენილი და ერთგვარად მარგინალიზებულია. წინასახელშეკრულებლო ურთიერთობები შრომის უფლების მთავარი უზრუნველმყოფი პრაქტიკული ელემენტია, რომლის დროსაც წარმართული პროცესის სამართლიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ უფლების სრულად რეალიზაციაზე ცხოვრებაში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება დასაქმების პროცესის ახლებური, თანამედროვე მეთოდების კვლევა და ანალიზი, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც დამსაქმებელთა, ისე პოტენციურ დამსაქმებელთა ინტერესებისათვის.
აღნიშნული გამოკითხვა ემსახურება დამსაქმებლების მიერ კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციაზე პოტენციურ დასაქმებულთა შერჩევის ალტერნატიული მეთოდების კველვას, გამოკითხვის მიზანია გამოიკვლიოს დამსაქმებლების მიერ კანდიდატთა შერჩევის პროცესში სოციალური ქსელების გამოყენების მიზნობრიობა, კერძოდ, რამდენად ხშირად და რა მიზნით იყენებენ დამსაქმებლები სოციალურ ქსელებში კონკრეტულ კანდიდატზე განთავსებულ ინფორმაციას.
აღნიშნული კითხვარით მიღებული ინფორმაციის გამოყენება მოხდება პროექტით გათვალისწინებული კვლევის ფარგლებში.
რესპოდენტთა ანონიმურობა დაცულია.