• გამოქვეყნების თარიღი:
    11-03-2016

 

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის  „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ ფარგლებში, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ელიტ-სერვისს“, რომ თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის მქონე განცხადებების გამოქვეყნებისაგან.


შპს „ელიტ სერვისმა“ ვებ-გვერდზე www.myjobs.ge გამოაქვეყნა ვაკანსია, რომელშიც გამოყენებული იყო სქესთან, ასაკთან და ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციულ ხასიათს სიტყვები. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „ელიტ სერვისმა“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია სქესის, ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის ნიშნით.
ხელმისაწვდომია: