• გამოქვეყნების თარიღი:
    30-11-2015

27 ნოემბერს 14:30 საათზე სასტუმრო "თბილისი რუმსის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე "დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები".

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს, სახალხო დამცველის, საჯარო, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ ფარგლებში მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სამუშაო ადგილებზე თანასწორობის წახალისების მეთოდებსა და მათი პრაქტიკულად განხორციელების გზებს.

პოლიტიკის დოკუმენტი „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

პროექტი USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

USAID ეხმარება ადგილობრივ ინსტიტუტებს, როგორიცაა „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერით იმისათვის, რომ წაახალისოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარება საქართველოში.