პრესრელიზი
2014 წლის 16 დეკემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მეორე ნაწილში გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია, ვიდეო რგოლების ჩვენაბა და ფოტო გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების პირველი ნაწილში მოხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტის ანალიზს. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ პარტნიორი ორგანიზაციის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის, მიერ საქართველოში 1300-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი გამოიკითხა. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს პირველად სიღრმისეულ შეფასებას ქალების და კაცების მდგომარეობის შესახებ შრომის ბაზარზე დასაქმების ტიპის, ხანგრძლივობის, ხელფასის რაოდენობის, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, დაწინაურების შესაძლებლობების, სამსახურში აყვანისა და დათხოვნის პროცესის, სამუშაო გარემოს მიმართ დამოკიდებულების მიხედვით. კვლევის შემდეგი კომპონენტია „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და საქართველოს პრფესიული კავშირების მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი და თვისებრივი კვლევა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მის პარტნიორ ორგანიზაცია N-Map-თან ერთად შექმნა ოთხი გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი ვიდეო რგოლი, ხოლო JumpStart-თან ერთად ინტერაქტიული ვებ-გვერდი. ვებ-გერდზე განთავსებული იქნება გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი საკანონმდებლო ბაზა და კვლევები, თანაბარი ხელფასის გამომთველი თამაში, დიკრიმინაციული გამონათქვამების შემცველი ვაკანსიების ბაზა. ასევე ვებ-გვერდის საშუალებით დისკრიმინაციის მსხვერპლთ შესაძლებლობა ექნებათ ანონიმურად ატვირთონ საკუთარი ისტორიები და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ პროფესიონელების რჩევები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო გამოფენა, სადაც მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები იქნება გამოფენილი. ხელოვანებმა გენდერული თანასწორობა საკუთარი ობიექტივიდან დანახული კუთხით წარმოაჩინეს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს
მარიამ ჩიტიშვილს
ტელეფონი: 599 899 627
ელ.ფოსტა: pr@article42.ge
აღნიშნილი ღონისძიება ტარდება „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით-ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS); New Media Advocacy (N-Map); JumpStart Georgia. პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში.
USAID საქართველოში: ბოლო 22 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov