ქალების ეკონომიკური აქტიურობა და ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი და ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობის დონე მამაკაცებზე 20%-ით ნაკლებია, რაც საკმაოდ თვალშისაცემი მაჩვენებელია და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქალის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რატომ ხდება ასე, და რისი გაკეთებაა საჭირო საზოგადოებაში და ოჯახში ქალის ეკონომიკური გაძიერებისათვის ხელის შესაწყობად?