• გამოქვეყნების თარიღი:
    30-06-2014
  • პუბლიკაციების ფაილი:
    ნახვა
  • პუბლიკაცია:

2014 წლის ივლისში არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ჩრდილოვანი ანგარიში წარუდგინა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW).

ჩრდილოვანი ანგარიში მიზნად ისახავს კომიტეტში საქართველოს მეოთხე და მეხუთე კომბინირებული პერიოდული ანგარიშის მიმოხილვისას სამოქალაქო საზოგადოების მიერ ალტერნატიული ინფორმაციის წარდგენას ქვეყანაში ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული გარემოს შესახებ. 

ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.