• გამოქვეყნების თარიღი:
    16-02-2015

16 თებერვალს, 13:00 საათზე, KFC -ის ოფისში  ორგანოიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები KFC -ის ადამიანური რესურსებისა და მარკეტინგის მენეჯერებს შეხვდნენ.

შეხვედრა პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" ფარგლებში გაიმართა. პროექტის  მიზანია შრომითი ურთიერთობების ყველა ეტაპზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა პოლიტიკის შემქმნელების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების უშუალო თანამონაწილეობით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მზადდება რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეფუძნება ორგანზიაციის მიერ შემუშავებულ კველვას "გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში." რეკომენდაციები ემსახურება საქართველოს პარლამენტისათვის შრომით კანონმდებლობაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის ცვლილებების შეთავაზებას, რომლის დიდი წილი სწორედ დამსაქმებელთა უფლებებსა და ვალდებულებებს ეხება. 


პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაცია და მათი შეხედულებელის მოსმენა. ბიზნესთან შეხვედრის ფარგლებში პროექტის იურიტებმა დეტაურად განიხილეს მომაზადებული საკანონმდებლო რეკომენდაციები და KFC-ის მენეჯერებთან ერთად შეაფასეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.