1 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი, პროექტ "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" მენეჯერი და ადვოკატირების გუნდის კოორდინატორი პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს მანანა კობახიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტში წარდგენილი რეკომენდაციები და მსხვილი ბიზნესისთვის მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი.
პროექტი "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე" USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.