• Date Shared:
    2016-02-22
  • Discrimination type:
    Pregnancy-related
  • Gender:
    Female
  • Age:
    30
  • Region you live in:
    qalaqi tbilisi

ჩვენ ვიყავით 3 ქალი, მისი ქვეშერდომები. ის იყო უფროსი, ისეთი - ოჯახებში რომ იციან. მისი აზრით მამაკაცმა ყველაზე მეტი იცის და კარგად იცის, ჩვენ კი უბრალოდ უნდა დაგვეჯერებინა მისთვის. დილის 9 საათზე უნდა მივსულიყავით, როდესაც 10-ზე იწყებოდა სამუშაო და 7-ზე კი ყველა თანამშრომელი მიდიოდა და ჩვენ 3 [ქალი] საღამოს 9 საათამდე ვრჩებოდით. არ გვქონდა უფლება, რომ გავსულიყავით დასაჭმელი გვეჭამა, რადგან ამისთვის დროს ვხარჯავდით მისი აზრით. მისი აზრით საჭმელს რომ შეჭამს, მერე დუნდება ადამიანი და შრომისუნარიანობას კარგავს.

თვითონ კი გადიოდა, ვითომ საქმეზე და სინამდვილეში საჭმელად. უარი რომ გვეთქვა, გაგვათავისუფლებდა. ვითმენდით, იმიტომ,რომ არ გვინდოდა სამსახურის დაკარგვა. ხმას არ ვიღებდით, იმიტომ, რომ ხმის ამოღება უდრიდა ავტომატურად გათავსუფლებას. მაშინ მე 2 თვეში 12 კილო დავიკელი.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" პასუხი: მოგესალმებით, თქვენს მიერ მოყოლილი ისტორია შეიცავს თქვენი უფლების არაერთ დარღვევას. პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ აუცილებელია სავარაუდო უფლების დარღვევის შესახებ, მინიმუმ იურიდიული კონსულტაციის მიღება, შემდგომ, სამართლებრივი დავის რისკების აწონ-დაწონვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის შეფასება თუ რამდენად არის თქვენი უფლების დარღვევა რეალური, მისი გადაჭრის რა სამართლებრივი გზები არსებობს და როგორია დავის თქვენს სასარგებლოდ დასრულების შანსი. თუკი დავის დასაწყებად საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, უკვე შესაძლებელია სამართლებრივი ქმედების დაწყება თქვენი დარღვეული უფლებების აღსადგენად. იმ შემთვევაში თუკი თქვენი უფლების დარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს თქვენ არ მიაწვდენთ ხმას, ბუნებრივია ამას სხვა თქვენს მაგივრად ვერ გააკეთებს.
თქვენს მიერ მონათხრობ ისტორიაში იკვეთება არაერთი კანონდარღვევა. პირველ რიგში, ვინაიდან თქვენ იმყოფებოდით განსხვავებულ სამუშაო პირობებში სწორედ იმის გამო, რომ ბრძანდებოდით ქალი, სახეზეა თქვენი პირდაპირი დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის გამნარტებით: პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას [...] სქესის [...] გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით [...], გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონით საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. დისკრიმინაციას კრძალავს საქართველოა შრომის კოდექსიც. დისკრიმინაციის შემთვევაში ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს ან სასამართლოს.

მესამე დარღვევა, რომელიც გამოიკვეთა, შეეხება თქვენს სამუშაო დროს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით: დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. [...] ამასთან, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო. თქვენი მონათხრობის მიხედვით, თქვენ მუშაობდით კვირაში 60 საათი, რაც იმას ნიშნავს რომ ასრულებდით ზეგანაკვეტურ სამუშაოს. როგორც თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, თქვენთვის არ ხდებოდა დამატებითი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის. ეს წარმოადგენს თქვენი უფლების კიდევ ერთ დარღვევას, ვინაიდან საქართველოს შრომის კოდექსისი მიხედვით ზეგანაკვეთური სამუშაო არის ანაზღაურებადი: ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
მეოთხე კანონდარღვევა, რომელიც თქვენი ისტორიიდან იკვეთება, შეეხება დამსაქმებლის ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ბუნებრივია, იმ შემთვევაში, თუკი თქვენ მთელი დღის განმავლობაში დამსაქმებელი არ გეძლევდათ კვების შესაძლებლობა, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა თქვენს ჯანმრთელობას, მითუფრო, როდესაც სახეზე იყო დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი სხეულის წონის სერიოზული კლება.
იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმების ადგილას თქვენს მიმართ კვლავ განმეორდა დისკრიმინაციული მოპყრობა, შეგიძიათ მოგვმართოთ სამართლებრივი დახმარებისათვის.

Tell your story